logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: „ბრიტანული შტამის“ 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული
- +

24 თებერვალი. 2021. 16:13

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

 

„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც, დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner