logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი შიზოფრენიული, არაადეკვატური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა
- +

24 თებერვალი. 2021. 17:38

 

 

„აუცილებელი და მიზანშეწონილია, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ვანახოთ ყველა ის საქმე, რის გამოც ე.წ. ოპოზიციასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირებაა. ყველა ის კრიმინალური დანაშაული, დარღვევები, რომელიც მათ მიერაა განხორციელებული, აქვე უნდა დაისვას შეკითხვა: როგორ მოიქცეოდა იგივე აშშ, ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო ისეთ სიტუაციაში, როცა კანონის უგულებელყოფა მოხდებოდა?“ – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა  განაცხადა.

 

ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და გუშინ ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

 

„ადამიანების ძალიან მცირერიცხოვანმა, მაგრამ საკმაოდ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, გადაწვიტეს, თბილისში ე.წ. ანკლავი შეექმნათ, რაღაც სეპარატისტუილი წარმონაქმნის მსგავსი, რომელიც არ დაემორჩილებოდა არცერთ კანონს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ მათ ეს ვერ შეძლეს. ჯერ ერთი, არ ჰქონდათ მწყობრი გეგმა, მეორეც – აბსოლუტურად ყველა, იქ შეკრებილ ადამიანთა 99% დამოკიდებულია ბელადი სააკაშვილის აზრებსა და მოწოდებებზე. სააკაშვილი კი ბოლო დროს გამოირჩევა შიზოფრენიული, არაადეკვატური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ცხადია, ასეთ ადამიანს, რადიკალური ლოზუნგის გარდა, მწყობრი გეგმა არც ექნებოდა. მათ არ ჰყავდათ აღმსრულებლები, ანუ მხარდამჭერები, რაც შემდგომში კიდეც დამტკიცდა ე.წ. მიტინგზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იქ ადამიანების რაოდენობას არ ითვლიან. ეს მათი ნებაა, მაგრამ საზოგადოება ითვლის იქ წარმოდგენილ ადამიანთა რაოდენობას. კარგად ხედავს, რომ იქ თავმყრილი ადამიანები არათუ ცოტანი არიან, არამედ ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა მხარდაჭერა აქვთ ე.წ. ოპოზიციის ლიდიერებს, რომელიც იქ შეიკრიბნენ.

 

გვყავს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც დაკავებულია თავისი პოპულისტური მისწრაფებებით, რაც შეიძლება მეტი სკამის მოხვეჭის პრინციპებით. ამის გამო, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ჩასხდნენ სააკაშვილისა და ე.წ. რუსულ სცენარში. ამ სცენარის მიზანია ქვეყანაში რყევების გამოწვევა და გარკვეული დესტაბილიზაციის კერების შექმნა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

ანალიტიკოსმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებებიც შეაფასა.

 

„არის ინტერესი იმის თაობაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს საერთაშორისო თანამეგობრობიდან და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ნაბიჯები. მინდა, ჩემი მკვეთრი აზრი დავაფიქსირო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი სიმპათია. ჩვენ მათთან ერთად ვიმყოფებოდით ერაყში, ავღანეთში. ვახორციელებთ ყველა სასარგებლო რეფორმასა და რჩევას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის გვაძლევენ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ არ იყვნენ გარკვეულები იმაში, თუ ამ შემთხვევაში და ცალმხრივად გააკეთონ განცხადებები. მინდა, მათ ეს შეკითხვა დავუსვა: ნუთუ რომელიმე დასავლურ ქვეყანას აწყობს ევროკავშირის, ან ნატო-ს წევრად იხილონ ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია კანონის განხორციელება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც დესტაბილიზაციის კერებს დაუშვებს.

 

აუცილებელი და მიზანშეწონილია, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ვანახოთ ყველა ის საქმე, რის გამოც ე.წ. ოპოზიციასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირებაა. ყველა ის კრიმინალური დანაშაული, დარღვევები, რომელიც მათ მიერაა განხორციელებული, აქვე უნდა დაისვას შეკითხვა – როგორ მოიქცეოდა იგივე აშშ, ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო ისეთ სიტუაციაში, როცა კანონის უგულებელყოფა მოხდებოდა?“ – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner