logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ
- +

24 თებერვალი. 2021. 17:39

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში მარტში დაიწყოს კორონავირუსზე ვაქცინაცია.

 

მისივე თქმით, დაგეგმილია მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრა.

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ავქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდიანციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე.

 

ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამავდროულად, ადევნებენ თვალ-ყურს, ცნობილი ვაქცინების გარდა, კიდევ რომელი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე.

 

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან.

 

„ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო, ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში, გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით კოვაქსით და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან. წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner