ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მიულოცა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ისტორიულ-კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები თანამშრომლობის ყველა სფეროში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.