logo_geo
eng_logo
ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან
- +

24 თებერვალი. 2021. 22:02

 

 

მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.

 

„თუ პავილიონისის განცხადებამ გამოიწვია გარკვეული რეაქცია ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო“, - აღნიშნა ადამკუსმა.

 

„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, - განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რის შემდეგაც ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა პავილიონისი განმარტებისთვის ლიეტუვის სეიმში დაიბარეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner