„არაფორმალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ imedinews-ს განუცხადა.
„მორიგი რაუნდი სავარაუდოდ მარტში ონლაინ-რეჟიმში გაიმართება. ტრადიციულად დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განვიხილავთ, ესენია: სავაჭრო ეკონომიკური, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ საკითხები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.