logo_geo
eng_logo
პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს განიხილავს
- +

25 თებერვალი. 2021. 11:06

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.

 

ცვლილების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული რვა ნივთიერება პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე შეირჩა.

 

ცვლილებებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner