logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

25 თებერვალი. 2021. 13:01

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერები ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. მისივე თქმით, ყველა ჩვენგანის ვალია,  არასდროს დავივიწყოთ  მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე.

 

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 100 წლის წინ,  იუნკერებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ფასდაუდებელია მათი  დამსახურება სამშობლოს წინაშე. მათ და მათთან ერთად სხვა გმირებმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოლეს.  ჩვენი სამშობლოს ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია დროებითია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ერთიანი და ძლიერი საქართველოა. მინდა, დიდი პატივი მივაგო სწორედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს  და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner