logo_geo
eng_logo
მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი, „ხსოვნის სკამები თბილისს“ დაიწყო
- +

25 თებერვალი. 2021. 17:45

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით პროექტი „ხსოვნის სკამები თბილისს“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დღეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებისა და თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნებისთვის პატივის მისაგებად თავისუფლების მოედანზე  მდებარე სკამებზე მემორიალური ფირფიტები განთავსდა.

 

მარიკა დარჩიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქალაქში არსებობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის მეხსიერების გაცოცხლებისა და ისტორიის ყოველდღიურ ცხოვრებაში განცდის თვალსაზრისით.

 

„დღეს ჩვენ პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც პატივს მივაგებთ ქალაქისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მოღვაწე ადამიანთა სახელებს. სწორედ დღეს, პირველ ეტაპზე,  მემორიალურ ფირფიტებზე თბილისის საბჭოს რამდენიმე ხმოსნის სახელები დავიტანეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პროექტი ,,ხსოვნის სკამები თბილისს“ გაგრძელდება და საქართველოში მოღვაწე ისტორიულ ფიგურებს გაიხსენებს. პროექტის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში, სკამებზე ასევე ქართველი მწერლებისა  და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებიდან  წარწერებიც განთავსდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner