logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია
- +

25 თებერვალი. 2021. 18:16

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

 

„ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ!

 

არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ადამიანის პროფესიული საქმიანობა მოგვწონს თუ არა, როგორ ფასდება ის რომელიმე პირის თუ პირთა წრის მიერ, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ იძლევა ძალადობის გამართლების არანაირ საშუალებას!“ - აღნიშნავს მდინარაძე. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner