logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რომელ სულელს შეიძლება აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ჩაუსაფრდეს?!
- +

25 თებერვალი. 2021. 18:29

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს „დღის კურიერის“ ეთერში გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, მთავარია, რომ თავდამსხმელები უკვე დაკავებულები არიან.

 

„რომელ სულელს შეიძლება აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ასე ჩაუსაფრდეს?! ისევ გიგი წერეთელსა და მაგის სამეგობროს აწყობთ, რომ იქნებ ამ სანაიას თემად ძველიც წამოწიონ და ახალიც მოიგონონ.

 

ჟურნალისტი ჰყვება ზუსტად იმას, რაც მოხდა. დაესხნენ თავს. ეს პირები დააკავეს უკვე, რაც მთავარია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner