„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არცერთ ქვეყანაში არ მიდის.
„ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად არ მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო - აი, ასეთ განვითარებულ და დისციპლინებულ ქვეყანაში.
შეიძლებოდა ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ჩავმდგარიყავით, ვინც ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიცირებული ვაქცინებით, მაგალითად, ჩინურითა და რუსულით დაიწყო, მაგრამ ეს ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნებოდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.