logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო დისკუსიების ციკლი - „საუბრები ორბელიანების სასახლეში“
- +

25 თებერვალი. 2021. 19:56

 

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს დაიწყო დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“.

 

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

 

დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს.

 

დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner