logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო უკრაინისთვის გაიხსნება, ლამის იქაური მედიის ჰიტი გახდა
- +

25 თებერვალი. 2021. 21:35

 

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა: 1-ლი მარტიდან ბოლო 72-საათიანი ნეგატიური კოვიდ-ტესტით ქვეყანაში შემოსვლას უკრაინის, აზერბაიჯანის და კიდევ 4 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ.

რამდენიმე ათეული ზარი და წერილი მივიღე უკრაინელი მეგობრებისგან - მეკითხებიან, რატომ არ არის პრემიერის გაცხადებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. ვნახე, მართლაც არ არის. რა ვუპასუხო ამ ხალხს?

P.S. უკრაინაში ტრადიციულად მარტის არდადეგები მოგზაურობის დროა, წელიწადზე მეტი ჩაკეტილები არიან და გულის ფანცქალით ელოდებიან იქნებ სადმე რამე მიმართულება გაიხსნას. ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს უკრაინისთვის გახსნაზე იქაური მედიის ლამის ჰიტი გახდა“, - წერს გოგავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner