logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა
- +

25 თებერვალი. 2021. 21:52

 

„როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„დღევანდელ დღეს, როცა სწორედ იუნკრებს, ამ ახალგაზრდებს პატივს ვცემთ აქ და მერე ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიებისთვის ნებისმიერ დროს, ამ ასი წლის განმავლობაში, უნდა ვთვლიდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ნავალნის საკითხებს. ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა პოლიტიკური ამბიციები იყოს, არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner