logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ რაღაცები და მე თუ გეტყვით, რომ მაბრალებთ, ეს თავდასხმად აღიქმება
- +

26 თებერვალი. 2021. 00:04

 

„ძალიან ხშირად მე თქვენთანაც მიკამათია, ამ კამათს თქვენი კოლეგები თავდასხმას არქმევენ ხოლმე, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად რაღაც დამაბრალოთ, მე კამათიც თუ არ შემიძლია თქვენთან, ეს არის ჩემი და თქვენი არასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, არავის შეუძლია, მათ შორის არც ჟურნალისტს, გარკვეული პოზიციის გამო დაგაბრალოს, რომ ვიღაცას აქეზებ.

 

„ეს წაქეზებად არავინ უნდა მონათლოს. არავის შეუძლია, მათ შორის არც ჟურნალისტს, არც პოლიტიკოსს, არც მე, თქვენი რაღაც პოზიციის გამო დაგაბრალოთ, რომ ვიღაცას აქეზებთ.

თუ ასეა, მაშინ უნდა დაგაბრალოთ, რომ თქვენ აქეზებთ საზოგადოებას ცუდი საქციელისკენ და ამას არასდროს ვიკადრებ, ამიტომ ალბათ პირიქითაც არ უნდა მივიღოთ ასეთი არასწორი შენიშვნები, მაგრამ ეს არის, აბსოლუტურად დიფერენცირებული თემა იმისგან, რაც შეეხება ჟურნალისტზე თავდასხმას ნებისმიერი ფორმით, რაც წარმოუდგენელი, მიუღებელი და მითუმეტეს, დასაგმობია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტზე თავდასხმა ძალადობა და აბსოლუტურად მიუღებელია, რაც არ უნდა შეხედულება თუ წარმოდგენები გქონდეს მასთან დაკავშირებით:

 

„აქ ორი აზრი და არათუ საკამათო, სადისკუსიოც კი არაფერია, ცალსახად დასაგმობია მოქმედება, მითუმეტეს, თუ ეს ეხება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტზე თავდასხმა, ძალადობაა, რაც არ უნდა შეხედულება თუ წარმოდგენები გქონდეს მასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად მიუღებელი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner