logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

26 თებერვალი. 2021. 14:35

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

 

„შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ“, - ასე შეაფასა მინისტრმა სპორტული კომპანიების მზაობა საქმიანობის განახლებამდე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ნათია თურნავას განცხადებით, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც რეაბილიტაცია სჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner