logo_geo
eng_logo
რუსთაველის გამზირზე მდებარე ხის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იყო განთავსებული, აიღეს
- +

27 თებერვალი. 2021. 12:30

 

რუსთაველის გამზირზე მდებარე ხის კონსტრუქცია, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იყო განთავსებული, აიღეს.

 

სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მათთან საპატრულო ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ ვის ეკუთვნიდა რუსთაველის გამზირზე განთავსებული ხის კონსტრუქცია.

 

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, მოგვიანებით კონსტრუქცია აიღეს, თუმცა მათთვის უცნობია, რომელი სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.

 

გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შეწყდა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მუსიკას აღნიშნული ხის კონსტრუქციიდან უსმენდნენ.

 

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.

 

აქციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები განათავსეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner