logo_geo
eng_logo
„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართველოში დაიწყო
- +

27 თებერვალი. 2021. 14:17

 

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელშოუმ, საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო.

 

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300 000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია მათთვის, ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის.

 

პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ჟურნალისტებიც ადევნებენ. ამჟამად, მასთან ერთად საქართველოში იმყოფება „ბიბისის“ ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.

 

რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს. მას ბათუმიდან ფოთამდე „Critical Mass” ბათუმის ველოსიპედისტები გააცილებენ.

 

საქართველოში ლუკთან ერთად მოზაურობს მისი დედაც, რომელიც შვილთან ერთად მართავს ველოსიპედს. საქართველოს შემდეგ, ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს.

 

„მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით, პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს, აღმოვაჩინო ის,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკ გრენფელშოუმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner