logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის
- +

27 თებერვალი. 2021. 15:56

 

 

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოზიდვას.

 

მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში რეიტინგი, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

 

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის. იგივე ვალუტის კურსზე შეტევა, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების დამძიმება, არის ის მექანიზმები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს, რომ იქნებ არეულობიდან რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაც უპერსპექტივო ძალისხმევაა.

 

მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი. რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, არცერთი მიმართულებით, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი.

 

რასაკვირველია, ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, თუ როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო.ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ბევრი ადამიანი, რომელიც საზარბაზნე ხორცად უნდათ, რომ გამოიყენონ, არის თემატური ჯგუფი, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ პანდემიის წასვლის პირობებში, მთელ მსოფლიოში დაგროვილი რესურსი, რაც ბიზნეს გააჩნია, იქნება შეტანილი იმ ქვეყნებში, სადაც სტაბილურობაა “, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner