logo_geo
eng_logo
უსაფრთხოების წესები, რომელიც საბავშვო ბაღებში ამოქმედდება
- +

27 თებერვალი. 2021. 16:12

 

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდება.

 

ბაღში არ დაიშვება ტემპერატურის (სიცხის) მქონე, ხველის, ცემინების, სურდოს და რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების მქონე ბავშვი;

 

ბაღის შენობაში არ დაიშვებიან მშობლები;

 

ბაღის შესასვლელთან აუცილებელი იქნება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა;

 

დღის დასაწყისში, შესასვლელში ჩატარდება თერმოსქრინინგი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ადგილზე მოხდება გადამოწმება ვერცხლისწყლის თემომეტრით;

 

ტემპერატურის გაზომვა ხდება სამედიცინო, უკონტაქტო, ინფრაწითელი თერმომეტრით. მას არ აქვს არანაირი გამოსხივება და სრულიად უვნებელია;

 

დღის განმავლობაში ბავშვის შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, მას მშობლის მოსვლამდე გადაიყვანენ ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს, ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით;

 

აკრძალულია ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა;

 

ბაღში ბავშვები არ ატარებენ პირბადეს;

 

ბავშვის ჩვეულებრივ დროზე ადრე გაყვანის შემთხვევაში, მშობლები ბაღის აღმზრდელებს უნდა დაუკავშირდნენ 10 წუთით ადრე, რათა მოესწროს ბავშვის მომზადება;

 

აცნობეთ ბაღს, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია სპირტის კანზე მოხვედრის შემთხვევაში;

 

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ბაღების შემოწმებას, რათა უზრუველყოფილი იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე ბაგა-ბაღების პერსონალის ჯანმრთელობა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner