logo_geo
eng_logo
თეიმურაზ მღებრიშვილი სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
- +

28 თებერვალი. 2021. 11:35

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. თემურაზ მღებრიშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციებისა და პრიორიტეტების შესახებ.

 

კორეული მხარის წარმომადგენელმა შეხვედრისას, რამდენიმე მიმართულებით, თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. მათ შორის იყო, კორეული წარმოების ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობების გადმოცემა; სამუშაო ვიზიტის დაგეგმვა კორეაში, სამაშველო და სახანძრო სისტემის გაცნობის მიზნით და მეხანძრე-მაშველთათვის სპორტული აქტივობების დაგეგმვა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის კონსული - კო ოკ სოკი და სამხრეთ კორეის განვითარების დახმარების პოლიტიკის (ODA) პროექტების კოორდინატორი ანასტასია გოგიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner