logo_geo
eng_logo
GCSD-ს კვლევა: თავდაცვის, შს და იუსტიციის სამინისტროებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფა კიდევ უფრო განამტკიცეს
- +

28 თებერვალი. 2021. 12:18

 

 

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი კვლევას - „საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები“ აქვეყნებს.

 

ნაშრომში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და მის წინაშე არსებულ გამოწვევები და საფრთხეებია განხილული.

 

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევების პარალელურად, მიზანმიმართული და მასობრივი კიბერთავდასხმები განახორციელა. ამ კიბერთავდასხმებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეების დაცვა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2012 წელს შევიდა ძალაში, შეიძლება ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ეს კანონი დღემდე არეგულირებს სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას. 2013-2015 და 2017-2018 წლებში, ასევე შემუშავდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოს კიბერგარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სტრუქტურები თავდაცვის სამინისტროში (კიბერუსაფრთხოების ბიურო), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და (კიბერდანაშაულის ბიურო), იუსტიციის სამინისტროში (ციფრული მმართველობის სააგენტო). ამ სტრუქტურებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სისტემური უზრუნველყოფა კიდევ უფრო განამტკიცეს. ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად, დადგინდა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, შემოვიდა „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის“ ცნება. ის განიმარტა, როგორც ორგანიზაცია, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკური და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებზე, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებს წარმოადგენენ. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი სულ 39 სუბიექტია“, - აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევა მომზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მისი ავტორი ირაკლი ჯღარკავაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner