logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს
- +

28 თებერვალი. 2021. 17:14

 

 

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი“ - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.

 

ჩიხელიძემ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გუშინდელ სიუჟეტს ფსკერი უწოდა.

 

„ნოდარ მელაძის დამფრთიანებელ გვარამიას, უყვარს სიტყვა ფსკერის თქმა, გუშინდელი გადაცემა ნამდვილად იყო ჟურნალისტიკის ფსკერი, ჟურნალისტური ყველა სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა. სამწუხაროდ, მისგან ჩვეული ვართ სიუჟეტებს, რომლებიც მოკლებულია რეალობას და გადაცემაში ვარაუდის დონეზე მოთხრობილი ამბავი მტკიცებითი ფორმით არის წარმოჩენილი.

 

როგორც ჩანს, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ ოპოზიციის დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო, რისი გამოძახილიც ოპოზიციასთან დაახლოებულ ტელევიზიების მიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევაა. შიშს ფართო თვალები აქვს, სწორედ შიში გაიძულებს წარმოიდგინო ის, რაც რეალობაში არ არსებობს, შექმნა გამოგონილი სიუჟეტი და საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მაყურებელს ტყუილების კორიანტელი აჩვენო....

 

თუ „ტვ პირველს“ და ნოდარ მელაძეს ნამდვილად სურთ რუსულ კავშირებზე და რუსულ ბიზნესზე სიუჟეტის გაკეთება, გააკეთონ სიუჟეტი იმ სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რომელიც სააკაშვილის დროს რუსულ კომპანიებს გადაეცათ, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია“, - აღნიშნავს ჩიხელიძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner