logo_geo
eng_logo
Covax საქართველოზე: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვაქცინაცია 2-3 კვირაში ყველგან დაიწყოს
- +

28 თებერვალი. 2021. 18:23

 

 

COVAX კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილების გეგმის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. პირველ რიგში, ვაქცინის დისტრიბუციის გეგმას COVAX-ში გაერთიანებული ქვეყნები მიიღებენ. ქვეყანაში ოფიციალურ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ინფორმაცია COVAX-ის ვებგვერდზე განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

ოფიციალურ შეტყობინებაში მითითებული იქნება ვაქცინის დოზები და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების თარიღი. COVAX მომდევნო, მაქსიმუმ 2 ან 3 კვირის განმავლობაში აპირებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუციას იმ ქვეყნებში, რომლებიც მზად არიან, ვაქცინის მისაღებად და მისი ადმინისტრირების დასაწყებად.

 

ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ COVAX-პლატფორმის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა.

 

დაველოდოთ მომავალ კვირას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ვაქცინა მიიღოს ყველამ. ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და უდიდესი გამოწვევაა. დღეს საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ვაქცინის გაგზავნის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. ვმუშაობთ და მომავალ კვირას გვექნება ახალი ინფორმაცია. ვაქცინა არის და გადანაწილების გეგმაც მუშავდება. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაქცინაცია 2-3 კვირაში ყველგან დაიწყოს. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა „ქრონიკასთან” საუბარში COVAX-ის წარმომადგენელმა.

 

2021 წლის 3 თებერვალს COVAX-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი გრაფიკის მიხედვით, საქართველოსთვის გათვალისწინებული იყო Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა და „Astrazeneca/Oxford“-ის ვაქცინის 184 800 დოზა. ვაქცინის გადანაწილება დაბალი შემოსავლის ქვეყნებში 24 თებერვალს დაიწყო. განა იყო პირველი, სადაც „Astrazeneca/Oxford“-ის ვაქცინის 600 000 დოზა გაიგზავნა.

 

ვაქცინა Covax-დან უკვე მიიღო კოტ-დ’იუვარის რესპუბლიკამაც. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობაც 26 მილიონს შეადგენს, „Astrazeneca“-ს ვაქცინის 504 000 დოზა მიიღო, რაც გათვალისწინებულია 252 000 ადამიანზე. კოტ-დ’იუვარში სამედიცინო პერსონალის აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

მომავალ კვირას ვაქცინას მიიღებს სან-ტომე და პრინსიპი, კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. Covax-პლატფორმა 2020 წლის აპრილში შეიქმნა და დღეს 190 ქვეყანას აერთიანებს. პლატფორმა 2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდი დოზის განაწილებას აპირებს. ვაქცინების გლობალურ ალიანსს „Oxford/Astrazeneca“-ს ვაქცინის 340 მილიონ დოზის მიღებაზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და „Pfizer/Biontech“-თან 1,2 მილიონ დოზაზე. ჯანმო-ს მონაცემებით, ამ დროისათვის 11 ვაქცინა არის დამტკიცებული საგანგებო გამოყენებისთვის. კლინიკური კვლევის მესამე ფაზაზეა 21 ვაქცინა.

 

182 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს ლაბორატორიებსა და ცხოველებზე. 2021 წლის პირველი 100 დღის განმავლობაში COVID19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში უნდა დაიწყოს. გეგმის შესრულებამდე დარჩა 41 დღე.

 

გვაქვს პროგრესი, მაგრამ ეს პროგრესი მყიფეა. მე მესმის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება აქვს, მაგრამ პანდემიის დასრულების საუკეთესო გზაა, ვირუსს ყველგან ერთდროულად ვებრძოლოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, მაგრამ ვაქცინა არ არის ერთადერთი საშულება. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ სწრაფი ტესტირების ჩასატარებლად საჭირო საშულებების და დექსამეტაზონის დისტრიბუცია“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა 26 თებერვალს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner