logo_geo
eng_logo
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია
- +

28 თებერვალი. 2021. 20:58

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

 

ევროპული საბჭოს განცხადების მიხედვით, ის ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათს გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ევროპულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner