logo_geo
eng_logo
ნატალია საბანაძე: იმედია, რომ შარლ მიშელს შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში
- +

28 თებერვალი. 2021. 23:44

 

 

„იმედია, რომ შარლ მიშელს შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიშელს ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ექნება.

 

„ძალიან დატვირთული დღე ექნება ხვალ, რომლის ფარგლებშიც გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე, ინახულებს ასევე ერთ-ერთი პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა, შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმედია, რომ მას შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს განვითარება და მოვლენები და ამ ვიზიტის მერე განსაკუთრებით უფრო იმედი გვაქვს მისი პირადი მხარდაჭერის“, - განაცხადა საბანაძემ.

 

შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. მისი ვიზიტი ქვეყანაში 2 მარტს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner