logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

1 მარტი. 2021. 01:19

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.

 

სამუშაო შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო.

 

შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე, რუსუდან გურამიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, გიორგი ციციშვილი,  დავით ჯინჭარაძე, გოგოთურ მისრიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner