logo_geo
eng_logo
ვინ ამაგრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ნიკა მელიას დაკავებამდე
- +

1 მარტი. 2021. 02:45

 

 

ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ალამუთის ციხეს შეადარა, რომელშიც პოლიტიკური მკვლელები - ასასინები გამაგრდნენ და ალყას დიდი ხნის განმავლობაში უძლებდნენ. „იმედის კვირამ“ გაარკვია ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავებამდე ოფისს ამაგრებდნენ და როგორია მათი პოლიტიკური წარსული.

 

მათ შორის იყვნენ დავით კირკიტაძე, ფირუზ წულუკიძე, ირაკლი ჩხვირკვია და სხვები.

 

„ის რაც მათ არსებითად ახასიათებთ, რაც მათი ბუნების ნაწილია, სინამდვილეში შეუძლიათ დააბრალონ აბსოლუტურად სხვას. ეს არის უპრინციპობაში ბოლომდე შემჩნეულები და აბრალებენ სხვას უპრინციპობას. ყბადაღებულ რუსეთუმობაზე აღარაფერს ვიტყვი. ესენი არიან ქვეყნის ძალიან მცირე ნაწილი, ამ წესით არ ცხოვრობს საქართველო“, - ამბობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე.

 

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თითქმის ყველა, ვინც იმ პერიოდში „ნაცმოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა ამა თუ იმ ეტაპზე სწორედ ამ პარტიას უკავშირდებოდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყვნენ ყოველთვის. მერე საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თითქოს გადასხვაფერდნენ, მაგრამ სული იგივე ჰქონდათ, საწყისიც იგივე ჰქონდათ და ბოლოც იგივე ექნებათ. არ შეიძლება სიძულვილმა სიკეთე მოიტანოს, ვერასოდეს შექმნის ვერაფერს კარგს. მხოლოდ დაანგრევს, დაალპობს, აამყრალებს, რასაც აკეთებენ. და ამყრალებენ მთელს მსოფლიოს და ფიქრობენ რომ გამარჯვებულები არიან ამით. და ვერ გაიმარჯვებენ ვერასოდეს“, - ფიქრობს ხაინდრავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner