logo_geo
eng_logo
„საპარტნიორო ფონდმა“ და „ბორჯომი ლიკანმა“ კოვიდგადატანილი პირების სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს
- +

1 მარტი. 2021. 10:33

 

„საპარტნიორო ფონდმა“ და მისმა შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა“  პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარებილიტაციო პროგრამების შესახებ, დარგის  წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გამართულ შეხვედრაზე „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა  კოვიდგადატანილი  პირებისთვის სპეციალურად  შემუშავებული უნიკალური სარეაბილიტაციო პროგრამები  წარადგინა.

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართეს. ღონისძიებას „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტი ნინო ნიჟარაძე,  პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ხელძღვანელები, დარგის სხვა პროფესიონალები, ასევე, ადგილობრივი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა  პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა  და  ამ მიმართულებით,  სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად  ისაუბრეს.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს კურორტების განვითარებისა და  სამედიცინო ტურიზმის კუთხით  გააჩნია,  მაქსიმალურად იყოს გამოყენებული პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევების დასაძლევად. ამიტომ მოვიწვიეთ ამ დარგის მედიცინის სპეციალისტები,  მთავრობის წარმომადგენლები, იმ კლინიკების ხელმძღვანელები, სადაც კოვიდდაავადებული პაციენტები მკურნალობენ და ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გამოგვივიდა.  ჩვენი ინიციატივაა, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ თავისი უნიკალური სამედიცინო პოტენციალით იყოს ერთ-ერთი პილოტპროექტი საქართველოში პოსტკოვიდის პერიოდში სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

 

„ბოლო პერიოდში პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, უძილობას და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან, სწორედ ამიტომ „ბორჯომი ლიკანის“ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო  ცენტრი მათ სთავაზობთ კვალიფიციური მედპერსონალის მიერ შერჩეულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ამას ემატება ლიკანის უნიკალური კლიმატი, წიწვოვანი ტყეების გამაჯანსაღებელი ჰაერი, ჟანგბადის მაღალი შემცველობა, ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის სამკურნალო წყალი, რაც საერთო ჯამში, ვირუსგადატანილ ადამიანებს  შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში  აღიდგინონ ძალები“, - აღნიშნა სასტუმრო „ლიკანი ბორჯომის“ დირექტორმა კობა აბულაძემ.

 

„ბორჯომი“ ლიკანისა და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და  დაგეგმილი ღონისძიებებისა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner