logo_geo
eng_logo
PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ
- +

1 მარტი. 2021. 11:12

 

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.

 

ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ, დღეიდან, პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.

 

ამასთან, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ნარჩუნდება ამ დრომდე მოქმედი რეჟიმი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner