logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა ევროკავშირის გზაზე არსებული ყველა დივიდენდის მისაღებად
- +

1 მარტი. 2021. 11:14

 

„შარლ მიშელთან დეტალურად ვისაუბრე პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ გჭირდება შერიგება, დიალოგი. ესაა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც არსებობს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი. უნდა შევძლოთ და უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ რაც საზოგადოების მოთხოვნაა, უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner