logo_geo
eng_logo
დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება
- +

1 მარტი. 2021. 11:16

 

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება.

 

ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

 

15 მარტიდან სასწავლებლებს უფლება აქვთ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ, თუმცა ამასთან დაკავშირებით თავად უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner