logo_geo
eng_logo
ექსპლუატაციაში მიღებაზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე ობიექტის ფუნქციონირება აიკრძალება
- +

1 მარტი. 2021. 13:13

 

სამშენებლო ამნისტიის ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, აიკრძალება ობიექტის ფუნქციონირება, ვიდრე აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტი არ გამოიცემა.

 

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

 

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი, თუ სხვა დანიშნულებით.

 

ასევე, პროექტით, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით, ვიდრე არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.

 

კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ლიცენზიატებმა არ უნდა მიაწოდონ აღნიშნულ ობიექტებს ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით დგინდება სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.

 

კერძოდ, აღნიშნული მუხლი ადგენს გარკვეულ პირობებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება. ცვლილებებით, ეს აქტი შეეხება გასული წლის 18 აგვისტომდე დამთავრებული მშენებლობის ნებართვებს. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება ის დარღვევები, რომლის მიუხედავადაც შესაძლებელი იქნება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. პროექტით განისაზღვრება, რომ ობიექტი შესაძლებელია, მიღებული იყოს ექსპლუატაციაში, თუ მშენებლობა ნაწარმოებია: შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით. მაგალითად, არ არის დაცული პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები/პარამეტრები; ასევე დარღვეულია K1, K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;

 

„აგრეთვე, ობიექტი აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით, არ შეიძლებოდა მშენებლობა და ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე (მაგალითად 1000 კვ.მ), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი გასხვისდა, ვთქვათ, 400 კვ.მ, ამ პროცესით კი, დარჩენილი ფართი (600 კვ.მ) უკვე განხორციელებული მშენებლობისათვის შესაძლებელია, შეუსაბამო მიწის ნაკვეთი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია პროექტში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner