logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"
- +

1 მარტი. 2021. 13:26

 

„ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის თანამდებობას ტოვებს.

 

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

 

როგორც სერგო ჩიხლაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის „მწვავე დაპირისპირებაა“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner