logo_geo
eng_logo
თბილისის მუნიციპალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა განახლდა
- +

1 მარტი. 2021. 14:37

 

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები დღეიდან მკითხველისთვის და დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

 

მუნიციპალური ბიბლიოთეკები და მედიათეკები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული დატვირთვით იმუშავებენ. ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკები იმუშავებს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

 

მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის მედიათეკა, მე-9 (ჭავჭავაძის გამზ. N24) და 25-ე (ლილოს დასახლება) ბიბლიოთეკა მომხმარებლის მიღებას დროებით ვერ შეძლებს.

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიიღებს ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე.

 

-           ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17);

 

-           გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4);

 

-           კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2);

 

-           ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი (თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10);

 

-           მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი - (თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1);

 

-           ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - (თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22);

 

-           ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი - (თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner