logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ქვეყნის მოუმზადებლობის ბრალია
- +

1 მარტი. 2021. 14:46

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ქვეყნის მზაობის არარსებობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„დღეს, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები ვაქცინის მისაღებად. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებისთვის, რომელიც გაჟღერდა „ინტერპრესნიუსის“ მიერ. იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული „კოვაქსისგან“ და ესაა 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი ცალსახადაა მითითებული. ესაა „ფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner