logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: „კოვაქსი“ გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დამატებითი პირობები დაზუსტდება
- +

1 მარტი. 2021. 15:13

 

 

„ჩვენ ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები „ფაიზერის“ მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ყველაფრის დეტალებს 23 თებერვლის წერილში, „კოვაქსი“ ჩვენ ვერ გვატყობინებს თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, რაზეც საზოგადოებას ასევე ეცნობა, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. ჩვენ დღესაც ველოდებით „ფაიზერისა“ და „კოვაქსისგან“ სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობის საფუძველზე, რომ ტექნიკური და იურიდიული მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის ქვეყანაში არსებობს. ქართული მხარის მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არც ერთი წუთით, როგორც კი გვექნება „ფაიზერის“ საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე, სადაც დადგება თანხის გადახდის ეტაპი“, - განაცხადა თამარ გაბუნ

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner