რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
„შემთხვევა მოხდა ისანში, „საქართველოს რკინიგზის“ თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“, - აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.