logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელსაც „იუნისეფის“ საშუალებით ვყიდულობთ
- +

1 მარტი. 2021. 15:41

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.

 

მისივე განმარტებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ „იუნისეფის“ საშუალებით ყიდულობს.

 

„თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, ჩვენ ვყიდულობთ „ასტრაზენეკას“ „იუნისეფის“ საშუალებით, „იუნისეფის“ მოწოდების მექანიზმი გამოცდილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით „კოვაქსთან“ ისევ მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner