logo_geo
eng_logo
გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ
- +

1 მარტი. 2021. 16:34

 

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

 

„სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო“, - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner