logo_geo
eng_logo
გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი დაიღუპა
- +

1 მარტი. 2021. 17:33

 

უბედური შემთხვევა გარდაბანში – ძლიერი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა.

 

თვითმხილველების განცხადებით, 11 და 15 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მინდორში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

 

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner