logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ფაიზერს“ ისეთი მოთხოვნები აქვს, რაც სხვა კომპანიას არ ჰქონია
- +

1 მარტი. 2021. 17:35

 

„ფაიზერს“ ისეთი მოთხოვნები აქვს, რომელიც სხვა კომპანიას არ ჰქონია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე დამატებით განმარტებებია საჭირო და კომპანიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ, უკეთეს განმარტებას გააკეთებს.

 

„ის, რისი პასუხისმგებლობაც ჰქონდა პარლამენტს, სრულიად ამოწურა და რიგგარეშე სხდომაზე მივიღეთ სრულფასოვანი კანონი. ამასთან დაკავშირებით განმარტებები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემას, რომელიც გვამცნობს, რომ დამთავრდა პრაქტიკულად მოლაპარაკებები ერთ კომპანიასთან და „ფაიზერთან“ გვაქვს გარკვეული სირთულეები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დაძლეული. თუმცა, ფაქტია, რომ ვაქცინას მივიღებთ ხარისხიანს. ჩვენ ვთქვით, რომ მარტის პირველ ნახევარში გვექნება. „ფაიზერთან“ არის გარკვეული თემები, მოთხოვნები აქვს ისეთი, რომელიც სხვა კომპანიას არ ჰქონია, მაგრამ ეს სხვა კომპანიაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ როგორც ნაკლები რესურსის მქონე. „ფაიზერის“ თემასთან დაკავშირებით მგონი დამატებითი კომენტარები არის საჭირო, მაგრამ ფაქტია, რაოდენობით უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოსახლეობა და ამ შემთხვევებში კომპანიებს რა მოთხოვნები აქვს ჩვენს მიმართ, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო უკეთეს განმარტებას გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისათვის, „კოვაქს პლატფორმამ“ განმარტა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner