logo_geo
eng_logo
ჭიათურაში დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
- +

1 მარტი. 2021. 17:37

 

 

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჭიათურაში ოჯახის წევრები 27 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

 

არსებული ინფორმაციით, 24 წლის კახა კახიანი, რომელიც ჭიათურაში გაუჩინარდა, მცხეთაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner