logo_geo
eng_logo
საქართველოში ფრენებს აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ იწყებს
- +

1 მარტი. 2021. 18:35

 

აზერბაიჯანის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ საქართველოში ფრენებს იწყებს.

 

პირველი რეისი – ბაქო-თბილისი-ბაქო 19 მარტს შესრულდება.

 

ავიაკომპანიის საიტზე ნათქვამია, რომ ამ მარშუტით ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება – სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.

 

ამ ეტაპზე, კომპანიას ბილეთები მხოლოდ ორი ტარიფით აქვს – „სტანდარტი” და „სუპერი”.

 

„სტანდარტული“ ტარიფით მგზავრობა 55 ევრო დაჯდება და 10 კგ ბარგის გადატანა; „სუპერ“ ტარიფი – 75 ევრო + 23 კგ. ბარგი.

 

აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის ბორტზე დაიშვებიან ის პირები, რომლებსაც ექნებათ კორონავირუსზე ტესტზე უარყოფითი პასუხი.

 

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ბაქოში თბილისიდან ჩასულმა მოქალაქეებმა ორი კვირის ვადაში უნდა დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი.

 

ასევე, კორონავირუსული ინფექციის არიდების მიზნით, ბაქოს აეროპორტში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ ან პირიქით – ბაქოში ჩავლენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner