logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძემ და შეინ როზენტალმა საქართველოში ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს
- +

1 მარტი. 2021. 18:36

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან ერთად, „აზიის განვითარების ბანკის“ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით, ADB-ის დელეგაციას შეხვდა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს.

 

„ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის რანგში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა.

 

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის დაფინანსებით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ათობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner