logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული იყავით, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა
- +

2 მარტი. 2021. 12:53

 

„დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა „კოვაქს“ პლატფორმას დღეს გადაერიცხა.

 

„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში „კოვაქს“ პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, „კოვაქს“ პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება „ფაიზერს", ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „ფაიზერის" ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.

 

„ნოვოვაქსი“ დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება „კოვაქსზე“. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო მზად. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.

 

„ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც „კოვაქსი“ შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner