logo_geo
eng_logo
დიდუბის გამგეობა დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს
- +

2 მარტი. 2021. 18:22

 

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

 

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე, ახმეტელის ქუჩის N6-ში, წყალტუბოს ქუჩის N1-სა და წერეთლის გამზირის N103-ში მიმდინარეობს.

 

სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და და ამწე მექანიზმები დამონტაჟდება, შეიცვლება ელექტროსისტემა და ბაგირები. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 799 ლარია გამოყოფილი.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ანალოგიური სამუშაოები მომავალი თვის დასაწყისიდან დამატებით 4 მისამართზეა დაგეგმილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner