logo_geo
eng_logo
უჩა სეთური: გასაკვირი არაა მონოპოლისტი კომპანიების ტოპ მენეჯერების უსაფუძვლო დემარში კომისიის წინააღმდეგ, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს როგორც იქნა სწორი რეგულაციებით ბიზნესის კეთების საშუალება მოგვეცა
- +

2 მარტი. 2021. 19:30

 

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში დარგობრივი კომიტეტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება, სადაც კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

 

უჩა სეთური შეშფოთებას გამოთქვამს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ხელმძღვანელების მიერ გამოთქმულ შეფასებებზე და მათ კომენტარებს უსაფუძვლოს უწოდებს.

 

მისი თქმით, დიდი კომპანიის მფლობელებს სწორედ კომუნიკაციების კომისიის ლიბერალური პოლიტიკის შედეგად მიღებული რეგულაციები არ მოსწონთ, რადგან ბაზარზე მონოპოლია ვეღარ ექნებათ.

 

„ვუყურე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის გუშინდელ სხდომას სადაც მოხდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების მოსმენა და სადაც კანდიდატების სრული უმრავლესობა კომისიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან.

გასაკვირი არაა მონოპოლისტი კომპანიების მფლობელების და ტოპ მენეჯერების "რისხვა" და უსაფუძვლო დემარში კომისიის წინააღმდეგ იმიტომ რომ ბოლოსდაბოლოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, სწორედ მონოპოლისტების და დაშვების ფასების და პირობების რეგულირების გამო გვაქვს კონკურენციის და ამ ბაზარზე ბიზნესის კეთების საშუალება!“ - აცხადებს უჩა სეთური.

 

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე „ოუფენნეტზე“ შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტზე დამსწრე კომპანიები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელების წინააღმდეგი და სწორედ ისინი ქმნიდნენ ხელოვნურ ბარიერებს.

 

„არ გვიკვირს „ოუფენნეტზე“ შეტევაც, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს რეალობაში დაიწყო ეს პროექტი და გადალახულია ის ბარიერები რომელსაც ჩემი მოკრძალებული მოსაზრების, სწორედ ეს კომპანიები ქმნიდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ და სწორედ ეს პროექტი დაასრულებს ინფრასტრუქტურულ ბარიერებს და ხელშეშლებს და გააუმჯობესებს ინტერნეტს და უშველის კონკურენციას!

არ გვიკვირს რომ დარგობრივი კომიტეტის აღქმით მხოლოდ ეს ორი მონოპოლისტი კომპანიაა დარგი და მხოლოდ ორი კომპანია ქმნის ტელეკომ სექტორში ამინდს და იმსახურებს აზრის კითხვას?

 მთავარი კითხვა მდგომარეობს, როგორ უნდა მოახერხოს კომისიის კორპორატიული მეხსიერებით და კვალიფიკაციით აღჭურვილმა თანამშრომელმა ამ „საზოგადოებრივი აღიარების და პატივისცემის“ მოპოვება?! მაგალითად ბატონი გივი სიხარულიძე არის საზოგადოებრივი პატივისცემის და აღიარების მქონე პირი?! დეპუტატები ეკითხებიან კანონის ჩანაწერით თუ როგორც უნდა შეაფასონ არიან თუ არა კანდიდატები ამ „საზოგადოებრივი პატივის და ღირსების“ მქონე პირები და რა არის შეფასების „დრაივერი“!“ - წერს უჩა სეთური.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner