logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში
- +

2 მარტი. 2021. 20:17

 

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

 

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ჩანიშნული იყო ჯერ კიდევ გასულ წელს და მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, პრეზიდენტი მაინც ჩამოვიდა და არ გადადო შეხვედრა.

ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner